Accentnews.ge
„მედიის ადვოკატირებისთვის“ ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას მოითხოვს

„მედიის ადვოკატირებისთვის“ ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას მოითხოვს

05/04/2021 16:14:56 სამართალი

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას მოითხოვს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს საქმის დეტალები, მოხდეს სწრაფი რეაგირება ჟურნალისტის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.

"ქუთაისის მერიის შენობაში ქუთაისი თუდეის რედაქტორი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა - უგონო მდგომარეობაში მყოფ ჟურნალისტს ხელბორკილები დაადო და საპატრულო პოლიციაში გადაიყვანა. ჩვენი ინფორმაციით, ჟურნალისტი ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, თუმცა უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს საქმის დეტალები და მოხდეს სწრაფი რეაგირება ჟურნალისტის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ქუთაისის მერიის შენობიდან ჟურნალისტი, ქუთაისი თუდეის რედაქტორი ბუბა ჩივაძე, პოლიციამ იძულებით გაიყვანა. ჩივაძე ამბობს, რომ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ჟურნალისტებს მერიის შენობაში შესვლა და გადაადგილება აუკრძალა. მას სწორედ ამის შესახებ სურდა კითხვების დასმა. დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჟურნალისტი ხახალეიშვილის კაბინეტში შევიდა და განაცხადა, რომ მერს დაელოდებოდა. მალევე პოლიციამ ის ჯერ მერის კაბინეტიდან გაიყვანა, შემდეგ კი შენობიდანაც. ჟურნალისტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც თავად აცხადებს, იგი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. ბუბა ჩივაძის თქმით, მას ხელზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც სამართალდამცველმა მიაყენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S