Accentnews.ge
"სირცხვილია" ბათუმში "დაუმორჩლებლობის წვეულებას" მართავს

"სირცხვილია" ბათუმში "დაუმორჩლებლობის წვეულებას" მართავს

05/04/2021 17:51:25 რეგიონები, საზოგადოება

მოძრაობა "სირცხვილია" ბათუმში ე.წ დაუმორჩლებლობის წვეულებას მართავს და კომენდანტის საათს არღვევს.

აქტივისტები მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისიდან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოსკენ მართავენ მსვლელობას. ისინი ქვეყანაში დაწესებულ კომენდანტის საათს აპროტესტებენ და დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ.

სამოქალაქო აქტივისტებმა კომენდანტის საათის გაუქმების მოთოვნით რამდენიმე აქცია უკვე გამართეს თბილისსა და ბათუმში.

საქართველოში კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. მოქალაქეებს 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ.

შეზღუდვა დაწესებიდან მხოლოდ სამჯერ შემსუბუქდა: 31 დეკემბრის ღამეს, ასევე 2021 წლის 6 იანვრის შობის ღამეს კომენდანტის საათი მოიხსნა, ხოლო 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთის მქონე პირებს გადაადგილების უფლება 01:00 საათამდე ჰქონდათ.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მოთხოვნის მიუხედავად, მთავრობამ კომენდანტის საათი არ მოხსნა ნოვრუზის დღესასწაულზე, რის გამოც მოსახლეობის ნაწილმა შეზღუდვა დემონსტრაციულად დაარღვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S