აყვანილია 11 კაციანი ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც დაცვით გადაადგილდებოდა
05/04/2021 17:58:22 სამართალი
ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო თაღლითობის სქემა გაშიფრეს – სპეციალური პლატფორმა კრიპტოვალუტის მსურველთა მოსაზიდად. დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლი ბიტკოინებით გამდიდრების მსურველები არიან, რომელთა პირად მონაცემებს საქართველოში სათავისოდ იყენებდნენ.
სქემას ჰყავს 28 დაზარალებულია 5 სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ ეტაპზე, საუბარია 620 000 ევროს მითვისებაზე. აყვანილია 11 კაციანი ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც თბილისში დაცვით გადაადგილდებოდა.
გამოძიების ვერსიით, დანაშაულშო ჩართული პირები უკანონოდ მოიპოვებდნენ კრპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებული პირების პერსონალურ მონაცემებს, უკავშირდებოდნენ პოტენციურ დაზარალებულებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენას. 620 000 ევრო მოტყუებით გადაახდეინეს გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთს, ჰოლანდიის, ნორვეგიისა და პორტუგალიის მოქალაქეებს. თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ მათი წრე გაიზრდება და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მომავალშიც მოხდება დაზარალებულების იდენტიფცირება.
“კურიერმა” გაარკვია, რომ საქმეში კიდევ ერთი პირი ჯორჯ საიმონი ფიგურირებს, რომელიც უცხო ქვეყნის - ისრალის მოქალაქეა. ასევე ფიგურირებს მოქალაქეობის არმქონე პირი. ამ დროისთვს ყადაღა ადვს ისრაელის მოქალაქის საბანკო ანგარიშებს, სადაც 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხა ინახებოდა.
ირკვევა, რომ ჯგუფი თბილისში 2019 წლიდ მოქმედებს, თუმცა დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. მეტიც, დასცვის მხარე დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ბრალდება ბრალის დამტკიცებას ვერ შეძლებს.
დაკავებულ 11–ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


