Accentnews.ge
ფაშინიანი პუტინთან შეხვედრამდე თვითიზოლაციაში გადავიდა

ფაშინიანი პუტინთან შეხვედრამდე თვითიზოლაციაში გადავიდა

05/04/2021 18:05:51 კავკასია

მთიანი ყარაბაღი, რიგგარეშე არჩევნები და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება - ამ საკითხებზე 7 აპრილს სომხეთის და რუსეთის პირველი პირები იმსჯელებენ.

ნიკოლ ფაშინიანი შეხვედრისთვის საგანგებოდ ემზადება და 2 აპრილიდან თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება.

„პირადი მიღებებისა და საჯარო ღონისძიებების გარდა, პრემიერ-მინისტრი დაგეგმილი დღის წესრიგით მუშაობს“, - აღნიშნა სომხეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ორ დღეში, მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაზე, გადაწყდება, დაუჭერს თუ არა პუტინი მხარს სომხეთის მოქმედ პრემიერს, თუ ალტერნატიული კანდიდატს გაუწევს ლობირებას.

დაანონსებული რიგგარეშე არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S