"თუ გახარია პოლიტიკაში შემოვა, ბევრს გაუჩენს პრობლემას"
06/04/2021 08:33:07 პოლიტიკა
"თუ გახარია პოლიტიკაში შემოვა, ბევრს გაუჩენს პრობლემას", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა IRI-ს ახალ კვლევებზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვით, ექს–პრემიერი საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია.
"გიორგი გახარიას რეიტინგი საკმაოდ მაღალია და ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ის მაშინ ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი და პრემიერმინისტრი იყო, გარკვეულწილად, ეს მაღალი მაჩვენებელი აქედან არის განპირობებული. თუ გიორგი გახარია პოლიტიკაში აქტიურად შემოვა, იქნება საკმაოდ დიდი ძალის მატარებელი და ბევრ პოლიტიკოსს გაუჩენს პრობლემას, განსაკუთრებით ოპოზიციურ ველზე", – აცხადებს ქადაგიშვილი.
იხილეთ ასევე: IRI: პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი და გიორგი გახარია ლიდერობენ


