ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები გენერალ მაზნიაშვილის მუზეუმში იმყოფებოდნენ

06-04-2021 14:15:37 თავდაცვა

6 აპრილი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა. იუბილესთან დაკავშირებით გენერლის სახლ-მუზეუმს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის იუნკერები ეწვივნენ. მათ გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მუზეუმში დაცული ექსპონატები, გენერლის მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა დაათვალიერეს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლების მუზეუმში ვიზიტს შემეცნებითი ხასიათი აქვს და გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებისა და სამხედრო დამსახურების შესახებ მეტად ინფორმირებას ისახავს მიზნად.

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი მაზნიაშვილი 1871 წლის 6 აპრილს დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში დაიბადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები