მედია – პროკურატურამ ნიკა მელიას დაკავებაში მონაწილე სპეცრაზმელს ბრალი წარუდგინა
06/04/2021 13:14:41 სამართალი
პროკურატურამ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებაში მონაწილე სპეცრაზმელს ბრალი წარუდგინა, – იუწყება "ტვ პირველი".
მისივე ცნობით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება. კერძოდ, ტელეარხის ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნულმა პირმა საკუთარი ნათესავი სასაფლაოზე აიყვანა და მოკვლით ემუქრებოდა.
"ტვ პირველის" განცხადებით, ბრალდებულია სპეცრაზმელის ძმაც, რომელიც საჯარო მოხელეა.
დაპირისპირების მიზეზად ქონებრივი დავა სახელდება.
აღიარებს თუ არა ბრალს სპეცრაზმელი უცნობია.


