
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2021 წლისთვის 3.5%-მდე შეამცირა
06/04/2021 14:18:27 ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5 %-მდე შეამცირა.
ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 5.8% იქნება, 2023 წელს კი 5.5-პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პროგნოზსს, 2021 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%–ია.