Accentnews.ge
ქემოკლიძის ინფორმაციით, გახარიას გადადგომის შემდეგ ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია

ქემოკლიძის ინფორმაციით, გახარიას გადადგომის შემდეგ ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია

06/04/2021 14:30:01 პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრი კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან გადადგომის შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონია.

კითხვას, არის თუ არა გახარია თავისუფალი ივანიშვილის გავლენისგან და როგორ გეგმავს ამაში დაარწმუნოს საზოგადოება, ქემოკლიძე პასუხობს:

„გახარიასთან ერთად 2018 წლის აპრილიდან ვიმუშავე. შესაბამისად, ვიცი მისი ხედვები, სწორი სახელმწიფოებრივი აზროვნება, მენეჯმენტის ხაზი და ხარისხი, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომელ სფეროშიც არ უნდა იყოს, მათ შორის, პოლიტიკაში, იქნება წარმატებული და სახელმწიფოს ინტერესების დამცველი“.

მან არ ისაუბრა გახარიას მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე, პარტიის დაფინანსების წყაროზე, თუმცა თქვა, რომ მას მკაფიოდ ჩამოყალიბებული დღის წესრიგი აქვს, რომელსაც გეგმაზომიერად მიუყვება.

„დაველოდოთ ბატონ გახარიას განცხადებებს და მის ქმედებებს. მე ვიქნები ბატონი გახარიას თანამოაზრე და თანაგუნდელი. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“.

რაც შეეხება საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით გახარიას რეიტინგს, რომლის შესახებაც ქემოკლიძემ ჯერ კიდევ მედიასთან კომუნიკაციამდე სოციალურ ქსელში გააკეთა აქცენტი, გახარიას თანაგუნდელი დარწმუნებულია, რომ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მოწონების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა:

„მას აქვს სწორი ფასეულობები, ღირებულებებზე დაფუძნებული სწორი სახელმწიფოებრივი ხედვა კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში და მან თავის ქმედებებში პოლიტიკურ დონეზე ბევრჯერ დაამტკიცა ეს. კოვიდპანდემიამ აჩვენა, რომ მისი მენეჯმენტის ხარისხი მაღალი იყო და ეს შეფასებულია არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ ბევრი საერთაშორისო პარტნიორისა და დამკვირვებლის მხრიდან და სწორედაც ეს საკითხები განაპირობებს მის მაღალ რეიტინგს და ნდობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S