Accentnews.ge
კობახიძე – გახარიაზე: "პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს"

კობახიძე – გახარიაზე: "პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს"

06/04/2021 18:57:04 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი „ოცნების“ გარეშე შესაძლოა, გაცილებით ნაკლები იყოს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, IRI-ს კვლევა იმ პერიოდშია ჩატარებული, როდესაც გახარია „ქართული ოცნების“ ლიდერი იყო:

„როდესაც კვლევა, საველე სამუშაოები ტარდებოდა, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს. გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა IRI-ს კვლევამ“.

წამყვანის კითხვაზე, "ანუ, ფიქრობთ, რომ როდესაც გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი გაიზომება, გაცილებით მცირე იქნება?" - კობახიძე პასუხობს: „ალბათ, ეს უნდა ვივარაუდოთ“.

„გამომდინარე იქიდან, რომ პარტიის რეიტინგი პერსონალურ რეიტინგს განსაზღვრავს. თუმცა დაველოდოთ მომდევნო კვლევები, ის აჩვენებს ყველაფერს. დღეს არც არის ეს საკითხი აქტუალური, რადგან გიორგი გახარია პოლიტიკურ პროცესებში დღეს არავითარი ფორმით არ არის ჩართული“, - დასძინა კობახიძემ.

ამასთან, მან უპასუხა წამყვანის კითხვას, გიორგი გახარიას პოლიტიკურ გეგმების თაობაზე, თუ ვის შეუქმნის ის პრობლემებს ოპოზიციას, თუ ხელისუფლებას და აღნიშნა: „ჩვენ არავითარ პრობლემებს არ ველოდებით“.

ცნობისთვის: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, გიორგი გახარია და კახა კალაძე ლიდერობენ.

კითხვაზე, „ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან და საჯარო პირებიდან, რომელია თქვენთვის მისაღები?“, გამოკითხულთა 65%–მა დაასახელა გიორგი გახარია, 33%–მა – ირაკლი კობახიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S