
ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში წამოსული 4 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია
07/04/2021 07:30:49 კონფლიქტები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 4 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ.
გავრცელებული ინფორაციით, გარდაცვლილთაგან ორი პირი ცოლ–ქმარია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.