
"სანამ 7 ევროპარლამენტარის განცხადებაზე გადავალ, მინდა იცოდეთ, რომ 2005 –2008 წლებში რუსეთში, ჩემს საელჩოში მოსულ ყველა რუს ჩინოსანს მათ მიერ აკრძალული "ხვანჭკარათი" და "ქინძმარაულით" ვუმასპინძლდებოდი"
07/04/2021 11:32:30 პოლიტიკა
"სანამ 7 ევროპარლამენტარის განცხადებაზე გადავალ, მინდა იცოდეთ, რომ 2005 –2008 წლებში რუსეთში, ჩემს საელჩოში მოსულ ყველა რუს ჩინოსანს მათ მიერ აკრძალული "ხვანჭკარათი" და "ქინძმარაულით" ვუმასპინძლდებოდი", – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ ორგანიზებულ ონლაინ–შეხვედრაზე განაცხადა.
"სანამ განცხადებაზე გადავალ, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა. მე ვარ ევროპარლამენტის წევრი, რომელიც არჩეულია ესტონეთიდან. მე წარმოვადგენ „სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფს და ვარ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი. ევროპარლამენტის წევრობამდე, მე ვიყავი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. გარდა ამისა, ვიყავი ესტონეთის ელჩი რამდენიმე ქვეყნაში. 2005 –2008 წლებში მე გახლდით ესტონეთის ელჩი რუსეთში. მე საქართველოს ლიდერებთან ყოველთვის შესანიშნავი თანამშრომლობა მქონდა. მთელი ჩემი კარიერის მანძილზე ყოველთვის მხარს ვუჭერდი საქართველოს. ამის ერთ–ერთი მაგალითია, როდესაც მე ვიყავი ელჩი რუსეთში, ჩემს საელჩოში იმ პრუდუქციით, რომელიც რუსეთმა ემბარგო დაუწესა ვუმასპინძლდებოდი რუს ოფიციალურ პირებს, ვინც კი გვეწვეოდა. ქართულ შესანიშნავ ღვინოებს ვყიდულობდი ესტონეთში და ყველა რუს ოფიციალურ პირს, რომლებიც ჩვენს საელჩოს სტუმრობდნენ, ვუმასპინძლდებოდით "ხვანჭკარათი", "ქინძმარაულით" და სხვა შესანიშნავი ქართული ღვინოებით", – განაცხადა კალიურანმდა და დასძინა, რომ "თუნდაც პატარა სახელმწიფოს შეუძლია, მისი მეგობრებისადმი მხარდაჭერის დიდი ჟესტი გააკეთოს".