Accentnews.ge
ფაშინიანმა პუტინს სომხეთში რუსეთის მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა შესთავაზა

ფაშინიანმა პუტინს სომხეთში რუსეთის მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა შესთავაზა

07/04/2021 15:46:47 კავკასია

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სომხეთში რუსეთის მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა შესთავაზა.

«ვიმედოვნებ, დღეს განვიხილავთ სტრატეგიულ ინვესტიციებთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს. ამ კონტექსტში მინდა, შემოგთავაზოთ სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობის განხილვა», – განაცხადა დღეს გამართული მოლაპარაკებების დასაწყისში ნიკოლ ფაშინიანმა.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ «სომხეთის ეკონომიკაში ყველა კაპიტალური დაბანდების 40% რუსეთზე მოდის».

ამჟამად მოქმედი სომხური ატომური ელექტროსადგური 1980 წელს ამოქმედდა. ორი ენერგობლოკი საბჭოთა რეაქტორებით - პირველი თაობის ВВЭР-440-ებით არის აღჭურვილი. პირველი ბლოკი 1989 წლიდან შეაჩერეს, მეორეს სიმძლავრე კი 407,5 მვტ-ია.

2014 წელს რუსეთმა და სომხეთმა სამთავრობოთაშორისი შეთანხმება გააფორმეს სომხური ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის 2026 წლამდე გახანგრძლივების თაობაზე, 2015 წლის თებერვალში კი - შეთანხმება ამ მიზნით $270 მლნ-ის ოდენობის სახელმწიფო კრედიტისა და $30 მლნ ოდენობის გრანტის გამოყოფის შესახებ. მოგვიანებით სომხეთის ხელმძღვანელობამ რუსული კრედიტის ნაწილზე უარი თქვა და სამუშაოების გაგრძელების რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S