
რუსული ვაქცინის არდაშვების გამო ჩეხეთში ჯანდაცვის მინისტრი გადააყენეს
07/04/2021 15:58:11 მსოფლიო
ჩეხეთის ჯანდაცვის ახალ მინისტრად პრაღის ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოს ხელმძღვაელი პეტრე არენბერგერი დაინიშნა. შესაბამისი ბრძანებულება დღეს პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა გამოსცა. ამასთან, მან ახალ მინისტრს დაავალა, "ჩეხეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესებში იმუშავოს და უზრუნველჰყოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ხელმისაწვდომობა, რუსული "Спутник V"-ის ჩათვლით".
ზემანმა აღნიშნა, რომ ისრაელის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს ვაქცინების მიწოდების თხოვნით წერილობით მიმართა. "იდეოლოგიური ისტერია აბსოლუტურად არალოგიკურია", – დასძინა პრეზიდენტმა.
არენბერგერის წინამორბედი იან ბლატნი ევროპული რეგულატორების მიერ დამტკიცებამდე რუსული ვაქცინის გამოყენების წინააღმდეგ ილაშქრებდა, რითაც პრეზიდენტის კრიტიკა დაიმსახურა.
ბლატნიმ თავის გადაყენებას "პოლიტიკური გადაწყვეტილება" უწოდა.
ცნობისთვის: ამჟამად რუსული "Спутник V" ევროპის წამლის სააგენტოში გადის რეგისტრაციას.