ჯანმო: "თრომბსა და "ასტრაზენეკას" ვაქცინას შორის კავშირი შესაძლოა, თუმცა იშვიათ შემთხვევაში"

08-04-2021 00:05:44 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, "თრომბსა და "ასტრაზენეკას" ვაქცინას შორის კავშირი შესაძლოა, თუმცა იშვიათ შემთხვევაში".

"სადღეისოდ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიზეზობრივი კავშირი ვაქცინასა და თრომბების გაჩენას შორის მიიჩნევა შესაძლებლად, თუმცა დადასტურებული არ არის. ვაქცინაციასა და შესაძლო რისკ–ფაქტორებს შორის პოტენციური კავშირის გასაგებად საჭიროა სპეციალური გამოკვლევები.

ვაქცინების ეფექტურიბის საკითხზე მომუშავე ჯანმო–ს "გლობალური უსაფრთხოების საკონსულტაციო კომიტეტის" COVID-19–ის ქვეკომიტეტი (GACVS) გააგრძელებს შემდგომი მონაცემების შეგროვებასა და ახალი მასალების გადახედვას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისეთი შემთხვევები, რომელიც ამჟამად შეფასების საგანია, მცირე რაოდენობით დაფიქსირდა მსოფლიოში თითქმის 200 მილიონ ადამიანში, რომლებმაც "ასტრაზენეკას" კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს", – აცხადებენ ჯანმო–ში.

მისივე ცნობით, "GACVS კვლავ შეიკრიბება შემდეგ კვირას, რათა განიხილოს დამატებითი მონაცემები და გამოაქვეყნებს შემდგომ რეკომენდაციებს, საჭიროების მიხედვით".

ცნობისთვის: დღეს ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) განაცხადა, რომ "თრომბსა და "ასტრაზენეკას" ვაქცინას შორის, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლო კავშირი დაადგინა".

შეგახსენებთ, რომ საქართველოში "ასრტაზენეკას" ვაქცინის 43 200 13 მარტს შემოვიდა და ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან მიმდინარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები