ირანში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული ნამატი დაფიქსირდა

08-04-2021 00:08:53 მსოფლიო

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 20 954 ადამიანს დაუდასტურდა. ეს პანდემიის დაწყებიდან ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია,- წერს „როიტერი“ ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

სააგენტოს ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 193 ადამიანი გარდაიცვალა.

ხელისუფლება ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას მოქალაქეების მიერ წესების უგულვებელყოფას, კერძოდ, ნოვრუზის დღესასწაულის დროს მოგზაურობას და ოჯახურ შეკრებებს უკავშირებს. მთავრობამ ათობით ქალაქში ღამით ე.წ. კომენდანტის საათი გამოაცხადა.

ირანი ახლო აღმოსავლეთში „კოვიდ-19“-ის პანდემიის ეპიცენტრს წარმოადგენს. ქვეყანაში სულ კოვიდ–ინფიცირების 1 984 000 შემთხვევა რეგისტრირებული, 63 699 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები