Accentnews.ge
თურქეთმა ერთ დღეში ორი ანტირეკორდი დაამყარა

თურქეთმა ერთ დღეში ორი ანტირეკორდი დაამყარა

07/04/2021 20:18:46 მსოფლიო

თურქეთმა ერთ დღეში ორი ანტირეკორდი დაამყარა. კერძოდ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 54 740 შემთხვევა გამოვლინდა და დაავადებამ 276 ადამიანი იმსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებული რეკორდული დღიური მაჩვენებლებია.

ამჟამად ქვეყანაში მკაცრი საკარანტინე ზომები, მათ შორის, "კომენდანტის საათი" მოქმედებს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, თურქეთში დადასტურებულია კოვიდ–ინფიცირების 3 633 925 შემთხვევა, ვირუსით დაიღუპა 32 943 პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S