გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

08-04-2021 00:46:25 კონფლიქტები

გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაცია 7 აპრილს მდინარე ენგურზე დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

"7 აპრილს მდინარე ენგურზე ტრაგედია დატრიალდა. დაიღუპა 4 ადამიანი. ისინი აღმოსავლეთ აფხაზეთის, გალის რაიონის მკვიდრნი იყვნენ. დაღუპულები საგაზაფხულო წყალმოვარდნებმა იმსხვერპლა, რომლებიც ამჟამად რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ პრაქტიკულად ყველა მდინარეში შეინიშნება. პატივცემულო მოქალაქეებო, გალის რაიონის მთელი ადმინისტრაციის სახელით მოგმართვათ თხოვნით, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ. ჩვენი თანამოქალაქეების, ნათესავებისა და ახლობლების სიცოცხლე - უპირველეს ყოვლისა! ადმინისტრაციის უფროსის - კონსტანტინე ფილიას და მთელი ჩვენი ადმინისტრაციის სახელით ვთხოვთ ამ ტრაგიკული შემთხვევითობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მიიღონ ჩვენი ღრმა სამძიმარი. ძალიან გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით!" - განაცხადა დღეს საღამოს დე ფაქტო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ერიკ მიქაიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები