Accentnews.ge
მელია საკუთარ პროცესს ვერ ესწრება

მელია საკუთარ პროცესს ვერ ესწრება

08/04/2021 07:41:39 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი თავად პოლიტიკოსის გარეშე დაიწყო. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს.

როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, მელიას პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ აქვს.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეტაპირება არ განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 6 აპრილს ვიშუამდგომლეთ სასამართლოსთან, რომ მას მისცემოდა დასწრების შესაძლებლობა ამ უმნიშვნელოვანეს სასამართლო პროცესზე, ჩვენი ინფორმაციით, ეტაპირება არ მოხდა“,- განაცხადა კონდახიშვილმა.

გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყო. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S