Accentnews.ge
საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მელიას პროცესი იმართება, ვითარება დაიძაბა

საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მელიას პროცესი იმართება, ვითარება დაიძაბა

08/04/2021 08:15:39 სამართალი

საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი იმართება, ვითარება დაიძაბა.

დაპირისპირება სამართალდამცველებსა და ენმ–ის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია მათ სასამართლოს ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

მოგვიანებით, ენმ–ის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეზოში შესვლა მოახერხეს.

შეგახსნებთ, რომ ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მელიას პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს.

გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S