Accentnews.ge
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

08/04/2021 08:25:29 სამართალი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელაის სასამართლო პროცესი გადაიდო. ის 13 აპრილს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შეამდგომლობა ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესახებ.

"ამ პროცესზე უკვე წარმოდგენილი იქნება ნიკა მელიაც და დიდი ალბათობით, ამავე პროცესზე მოხდება შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა", - აცხადებს ადვოკატი.დიტო საძაგლიშვილი.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ნიკა მელიას საკუთარი საქმის განხილვისგან არ უნდა იქნეს ჩამოშორებული. მათი თქმით, ნიკა მელიას საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია წინა სასამართლო პროცესიდან გააძევეს, რის გამოც მას დღევანდელ სხდომაზე დასწრების უფლება არ ჰქონდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S