პენტაგონის თქმით, უკრაინაში არსებულ ვითარება ნატოელ პარტნიორებთან განიხილა

08-04-2021 13:14:56 მსოფლიო

პენტაგონის თქმით, უკრაინაში არსებულ ვითარება ნატოელ პარტნიორებთან განიხილა.

პენტაგონის ცნობით, ვიდეო–კონფერენციის ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ამანდა დორი, კანადის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებს ესაუბრა.

„ეს ქვეყნები უკრაინის უსაფრთხოების მთავარი კონტრიბუტორები არიან. ლიდერებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და შეშფოთება გამოთქვეს რეგიონში რუსეთის სამხედრო აქტიურობის ზრდის გამო“, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

მოლაპარაკებების მონაწილეთა თქმით, რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებები ძირს უთხრის დეესკალაციას, რომელიც მიღწეული იყო ეუთო-ს შუამავლობით 2020 წლის ივლისში.

აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ხელშეწყობა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები