08-04-2021 13:35:07 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას 9 აპრილს წარუდგენს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მოხსენება 12:00 საათზე დაიწყება.
პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, წარუდგენს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ გამოდის.