Accentnews.ge
მდინარე ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულების გალში გადასვენების პროცესი დაიწყო

მდინარე ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულების გალში გადასვენების პროცესი დაიწყო

08/04/2021 10:32:01 კონფლიქტები

მდინარე ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულების გალში გადასვენების პროცესი დაიწყო.

30 წლის თამუნა ცატავას ცხედარი ზუგდიდიდან ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში ენგურის ხიდის გავლით წუხელ გადაასვენეს. ამავე გზით ზუგდიდიდან გალის რაიონში, სოფელ ჭუბურხინჯში დღეს გადაასვენებენ 62 წლის თამაზ ბასლანძეს. კიდევ ორ დაღუპულს – ცოლ-ქმარ მაყვალა გამისონიას და ელგუჯა გვალიას ცხედრებს გალის რაიონის სოფელ წარჩეში ხვალ გადაასვენებენ. ამჟამად ცხედრები ზუგდიდში ნათესავის სახლშია დასვენებული.

7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან მაშველებმა მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ოკუპირებული გალის რაიონის 4 მცხოვრები მდინარე ენგურის გავლით ცდილობდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. საქართველოს მთავრობამ ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს და მის საოკუპაციო რეჟიმს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება რეგიონის მცხოვრებთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას სპეციალური „საშვით“ აძლევს მხოლოდ ენგურის ხიდთან მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. ე.წ. საზღვრის სხვა მონაკვეთები დაკეტილია.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც უკვე წლებია, პერიოდულად, მალულად ცდილობენ მდინარე ენგურის გავლით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S