
ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კითხვარს სისხლის შედედების პრობლემებზე რამდენიმე კითხვა დაემატება
08/04/2021 13:08:21 საზოგადოება
ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კითხვარს სისხლის შედედების პრობლემებზე რამდენიმე კითხვა დაემატება. ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ე.წ. ჩეკ-ლისტში, რომელსაც იმუნიზაციაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, შევიტანთ ასევე ცვლილებებს, სადაც რამდენიმე უფრო სიღრმისეული კითხვა იქნება, რომლებიც სისხლის შედედების სისტემის პრობლემებთან ასოცირებულ უკვე ცნობილ დაავადებებს ან სხვა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებას შეეხება. ასეთი რამ თუ დაფიქსირდება, ექიმი გადაწყვეტს, გაუკეთოს აცრა ამ ადამიანს იმ დღეს, თუ გაუშვას სპეციალისტთან და შემდგომ ანალიზებით დაბრუნდეს უკან, რათა კიდევ უფრო უსაფრთხო გავხადოთ იმუნიზაციის პროცესი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.