მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ

08-04-2021 17:36:21 ადამიანი და კანონი

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს - ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

ცნობისთვის: მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე "ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმსა და ერთ ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარწდგინა, რაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით. წარდგენილი ბრალდება 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას იყვალისწინებს.

ექიმი, რომელსაც ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს, გამოძიებისათვის 25 მარტს მიცემულ მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკის ნიშნები გამოუვლინდა, მისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია. ექიმი გამოძიებას უდასტურებს, რომ ექთნის სამედიცინო ისტორიაში, რომელიც ახალციხის კლინიკაში 18 მარტს გაიხსნა, განზრახ ჩაიწერა ცრუ ინფორმაცია ადრენალინის გაკეთების შესახებ. მისი თქმით, ცრუ ინფორმაცია სამედიცინო ისტორიაში "შიშის" გამო დაფიქსირდა:

გამომძიებლის კითხვაზე, "გაუკეთეთ თუ არა ადრენალინი?", ვიოლეტა ინასარიძემ შემდეგი განაცხადა: "არა, არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქსიის მაჩვენებელი".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები