გვრიტიშვილი: "ეს არა "კლანი", არამედ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დროს შექმნილი იდეური ერთობაა"

08-04-2021 18:20:22 ადამიანი და კანონი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, სასამართლო სისტემაში არა ე.წ. მოსამართლეთა კლანი, არამედ მოსამართლეთა იდეური ერთობა არსებობს.

"ე.წ. კლანური მმართველობა არ არსებობს, არსებობს კანონმდებლობის საფუძველზე, ისტიტუციური დამოუკიდებლობის პირობებში შექმნილი იდეური ერთობა მოსამართლეებისა, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული მოსამართლეების, რომლებიც ისევ და ისევ კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებენ უფლებამოსილებას, რაც თავის თავში მოიაზრებს სასამართლო სისტემის ადმინისტრირებას, მოსამართლეთა დანიშვნას, დაწინაურებას და ა.შ.", – განაცხადა გვრიტიშვილმა.

გუშინ ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების ნაჩქარევად, ფართო კონსულტაციების გარეშე მიღების გამო იმედგაცრუებულია. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად ითხოვოს "ვენეციის კომისიის" შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები კომისიის წინა რეკომენდაციებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები