Accentnews.ge
კრემლში აცხადებენ, რომ "კიევის მიერ დონბასში საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება უკრაინის დასასრულის დასაწყისი გახდება"

კრემლში აცხადებენ, რომ "კიევის მიერ დონბასში საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება უკრაინის დასასრულის დასაწყისი გახდება"

08/04/2021 14:36:28 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი აცხადებს, რომ "კიევის მიერ დონბასში სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება უკრაინის დასასრულის დასაწყისი გახდება"

„მე მხარს ვუჭერ შეფასებას, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყება - ეს იქნება უკრაინის დასასრულის დასაწყისი. ეს არის საკუთარი თავისთვის სროლა არა ფეხში, არამედ საფეთქელში“,- აღნიშნა კოზაკმა.

მისივე თქმით, "დონბასში მასშტაბური სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში რუსეთი იძულებული გახდება, დაიცვას თავის მოქალაქეები".

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "კრემლი მზად არის ყველაზე ცუდი სცენარებისთვის".

„ამერიკული მხარის ქმედებების მტრული ხასიათი და არაპროგნოზირებადობა გვავალდებულებს, ვიყოთ მზად ყველაზე ცუდი სცენარებისთვის. როდესაც გყავთ საკმაოდ აგრესიულად განწყობილი, არაპროგნოზირებადი მოსაუბრე, ყოველთვის ხართ მობილიზებულ მდგომარეობაში“, -აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის: უკრაინაში ეუთო–ს მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ გასული 24 საათის განმავლობაში დონეცკის ოლქში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 55 შემთხვევა დააფიქსირა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ და შედეგად უკვე რამდენიმე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

კრემლი დონბასში რუსული ძალების შეყვანის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ "რუსეთი საკუთარი შეხედულებისამებრ გადააადგილებს ჯარს საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხებათ".

3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ბაიდენმა იგი დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S