Accentnews.ge
კულებამ ზალკალიანს სთხოვა, ხელი შეუწყოს უკრაინელი მეზღვაურების საქმის მიუკერძოებლად განხილვას

კულებამ ზალკალიანს სთხოვა, ხელი შეუწყოს უკრაინელი მეზღვაურების საქმის მიუკერძოებლად განხილვას

08/04/2021 14:51:33 პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ​ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან გამართული სატელეფონო საუბრისას ამ უკანასკნელს სთხოვა, ხელი შეუწყოს უკრაინელი მეზღვაურების საქმის მიუკერძოებლად განხილვას.

"დმიტრო კულებამ დავით ზალკალიანს სთხოვა, ხელი შეუწყოს უკრაინის მოქალაქეების – ​ვოლოდიმერ დიაჩენკოს და იური ხიმინჩის საქმის მიუკერძოებლად განხილვას, მათი სწრაფი გათავისუფლებისთვის", – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის მოქალაქეები გასული წლის 28 ნოემბერს ღია ზღვაში, იახტაზე დააკავეს. მათ ქართული მხარე საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S