Accentnews.ge
"ხვალინდელი შეკრების გზავნილია, გაიტანოს პოლიტიკური ნაგავი "ქართულმა ოცნებამ"

"ხვალინდელი შეკრების გზავნილია, გაიტანოს პოლიტიკური ნაგავი "ქართულმა ოცნებამ"

08/04/2021 18:24:02 საზოგადოება

გია გაჩეჩილაძე ("უცნობი“) აცხადებს, რომ 9 აპრილს მის მიერ დაანონსებული შეკრების გზავნილია, „ქართულმა ოცნებამ“ გაიტანოს პოლიტიკური ნაგავი“.

"გაიტანონ ეს პოლიტიკური ნაგავი "ქართულმა ოცნებამ". რისთვისაც აირჩია ხალმა, ის გააკეთონ. 8 წელიწადია, ყელში ამოვიდა უკვე მაგათი ამბავი. 5 კაცისთვის ვერ მიუხედიათ. დავიღალეთ რა. გაიყინა ქვეყანა, აღარ ჩანს არაფერი, მოგწონთ რაც ხდება ამ ქვეყანაში? დავიღალეთ, გესმით თქვენ? გაიტანოს ნაგავი თუ შეუძლია, მაგრამ არ შეუძლია ეტყობა 8 წლის განმავლობაში, არაფრის გაკეთება მას არ შეუძლია... ხვალინდელი დღე არის დასაწყისი დასასრულის ამ ყველაფერის, რაც ახლა ხდება. ამ სტუდიიდან, სადაც ახლა მე ვზივარ, ვაპირებ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას საზოგადოებასთან ერთად, ინტერაქტივებით და ასე შემდეგ, რომ გავათრიოთ თუ მათ არ შეუძლიათ, ეს ნაგავი საზოგადოებამ გაათრიოს ამ ქვეყნიდან, პოლიტიკურ ნაგავზე მაქვს ლაპარაკი", – აცხადებს გაჩეჩილაძე.

ცნობისთვის: გია გაჩეჩილაძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ 9 აპრილს თბილისში, ევროპის მოედანზე „ქართველი ხალხის მარადისობის დღეს" დააფუძნებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S