„აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“

09-04-2021 12:59:39 პოლიტიკა

„აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში", -განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 8 მაისს განაცხადა, რომ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია და აღნიშნულის მიზეზად "საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის" [საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილის] უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა დაასახელა. 2020 წლის მაისის შემდეგ საქართველოს უკრაინიდან ელჩი გამოწვეული ჰყავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები