გამყრელიძე: „რეგიონებში 16–მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს“

09-04-2021 20:28:44 ციტატა

„16–მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს სხვადასხვა რეგიონებში – სამეგრელოში, ზემო იმერეთში, გურიაში, შიდა ქართლში...ყველგან ეს ეპიდაფეთქება დიდ შეკრებებს უკაშირედება, ეს არის ძირითადად საბედნიერო თუ ჭირის სუფრებები. ნებიმიერი შეკრება, თუ არ არის დაცული რეგულაციები – დისტანცია, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა, მომატებული რისკია ეპიდვითარებისთვის“.

განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები