ბათუმში ქალი სავარაუდოდ, დისშვილმა დაჭრა
10/04/2021 08:58:07 სამართალი
ბათუმში 52 წლის ქალი სავარაუდოდ, დისშვილმა დაჭრა. მას ჭრილობა ზურგის არეში აქვს იყენებული.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


