
ბიტკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა
15/05/2019 04:28:35 ეკონომიკა
ბიტკოინის ფასი რეკორდულ მატებას განაგრძობს. კრიპტოვალუტის ღირებულებამ დღეის მონაცემებით, $8 050 შეადგინა. მსგავსი მატება, ბოლო 8 თვის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა. წლის დასაწყისში ბიტკოინის კურსი 3300 დოლარი იყო და მას შემდეგ ფასი 186%-ით არის გაზრდილი.
ბიტკოინის გამყარებასთან ერთად, ფასები სხვა ვირტუალურ ფულზეც მატულობს. ზრდის მიზეზად უცხოელი ანალიტიკოსები ინსტიტუციონალური ინვესტორების მაღალ ინტერესს ასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჰაკერებმა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტობირჟის Binance-ს ანგარიშებიდან 7,000 ბიტკოინი (ღირებულება 41 მილიონ დოლარი) მოიპარეს.
ბიტკოინი ცნობილი კრიპტოვალუტაა მსოფლიოში, რომელიც 2009 წელს სატოში ნაკამატოს ფსევდონიმის ქვეშ შექმნეს. 2017 წლის ბოლოს კრიპტოვალუტა 20 000 დოლარი ღირდა.