Accentnews.ge
კახეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 3 ბავშვი დაშავდა

კახეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 3 ბავშვი დაშავდა

11/04/2021 19:22:38 სამართალი

კახეთში, გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 ბავშვი კი დაშავდა. არასრულწლოვნები ერთ-ერთი გარდაცვლილის შვილები არიან. სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო მეორე მანქანის მძღოლმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S