რიონის მცველებმა გზა გადაკეტეს

11-04-2021 23:39:56 საზოგადოება ,რეგიონები

რიონის ხეობაში, გუმათჰესის მიმდებარედ, "რიონის ხეობის მცველებმა" გზა მანქანებით გადაკეტეს. სწორედ მანქანებში აპირებენ ისინი ღამის გათევას, რადგან ტერიტორიაზე ამ დრომდე ძლიერი წვიმაა. ისინი პოლიციისგან ნამოხვანში წასვლის ნებართვას მოითხოვენ, რაზეც სამართალდამცველები უარს ეუბნებიან და ამბობენ, რომ თუ 30 წუთში გზას არ გახსნიან, "პროპორციულ ძალას" გამოიყენებენ.

აქციის ერთ–ერთი მონაწილე ვარლამ გოლეთიანი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ნუ შეიყვანს პროცესს ჩიხურ მდგომარეობაში.

“ორ სატვირთო მანქანას, რომელიც დატვირთულია გავატარებთ. აქ ჩვენ მთელი ღამე უნდა გავატაროთ, აქ არიან ქალები ბავშვები, ამიტომ რომ არ მოხდეს რამე ინციდენტი შემთხვევით ამ ორ მანქანას გავატარებთ და ისევ გადაიკეტება გზა. რადგან ამ მანქანებზე ქვები აწყვია უსაფრთხოების მიზნით, რომ მერე რაღაც არ მოხდეს და სპეკულაციები ხდება ყოველთვის ამასთან დაკავშირებით ან არ გადმოვარდეს რამე, ამ ორ მანქანას გავატარებთ. ეს არ არის “ენკას” მანქანები ეს არის კარიერიდან წამოღებული ქვები, ანუ სხვა კომპანიაა, რომელიც გრანიტის მოპოვებას ახორციელებს ხეობაში”, - განაცხადა გოლეთიანმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები