Accentnews.ge
კოდუას ცოლის თქმით, ძალადობა არ ყოფილა, თვალი სავარძელს თავად მიარტყა

კოდუას ცოლის თქმით, ძალადობა არ ყოფილა, თვალი სავარძელს თავად მიარტყა

12/04/2021 13:32:51 სამართალი

ბიზნესმენის დავით კოდუას მეუღლე ნათია გედევანიშვილი აცხადებს, რომ ფიზიკურ ძალადობას მისი ქმრის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

გედევანიშვილის თქმით, დაზიანებები მან თავად მიიყენა, კერძოდ კი, "თვალი სავარძელს თვითონ მიარტყა".

"წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში, ეს ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. მინდა, რომ გამოუწერონ მიუკარებლობა, მისი დაჭერა სულ არ მინდა", - აღნიშნა გედევანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე გედევანიშვილი ამბობდა, რომ დავით კოდუამ ის და მისი შვილი სცემა.

ბიზნესმენი დავით კოდუა ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დღეს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S