ადვოკატები მეგი ბაქრაძის საქმეზე პაატა იმნაძის და ლევან რატიანის დაკითხვის მოითხოვენ
13/04/2021 05:44:37 სამართალი
გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის ადვოკატები დღეს პროკურატურას პაატა იმნაძის და ლევან რატიანის დაკითხვის მოთხოვნით მიმართავენ. უფლებადამცველების განცხადებით მათ საქმის გარშემო, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ.
იურისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ახალ ჩვენებაზე დაყრდნობით, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს.
უფლებადამცველები საგამოძიებო უწყებისგან დღეს იმ ინექციის კოლოფის გადაცემასაც ელოდებიან, რომლითაც გარდაცვლილი აცრეს. დაიგეგმა საგამოძიებო ექსპერიმენტიც, სადაც ყველა მოქმედი პირი ჩაერთვება.
იხილეთ ასევე: მეგი ბაქრაძის საქმეზე 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის წარუდგინეს


