„აფხაზეთის მოვლენების დროს და 2008 წელს უკრაინელები აქ იყვნენ“
13/04/2021 08:56:02 პოლიტიკა
უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია ამჯერად პარტია „ლელოს“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა გამართეს. მათ საქართველოში უკრაინის ელჩმა პირადად გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა საერთო მტრის წინააღმდეგ ერთად უნდა მოქმედებდნენ.
„მრავალი წლის წინ, აფხაზეთის მოვლენების დროს უკრაინელები აქ იყვნენ; 2008 წელს, როდესაც რუსეთმა აგრესია დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ, უკრაინელები კვლავ აქ იმყოფებოდნენ. 2019 წელს საქართველო დაგვიდგა მხარში. ჩვენ ყოელთვის ერთმანეთის გვერდით ვდგავართ საერთაშორისო ორგანიზაციებში და თქვენი აქ ყონა დღეს, მკაფიო მხარდაჭერის დემონსტრირებაა. მხოლოდ ერთიანობით და სოლიდარობით შეგვიძლია, ვაჩვენოთ რუსეთს, რომ მისი აგრესიული გეგმები გამოუსადეგარია“,– განაცხადა იგორ დოლგოვმა.
ცნობისთვის: უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დონეცკის ოლქში კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ და შედეგად უკვე რამდენიმე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
სოლიდარობის აქცია გაიმართა 12 აპრილსაც.


