სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ საქობოში ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა
13/04/2021 11:28:37 სამართალი
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, კრიტიკული შეუსაბამობებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს და დააჯარიმეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში არსებული ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, წარმოებას საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ აღუდგება.


