Accentnews.ge
სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

13/04/2021 11:51:07 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა. მელიას ადვოკატი ამბობდა, რომ პატიმრობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, რადგან მელიას მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S