Accentnews.ge
რუსეთმა ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან ორი არმია და საჰაერო-სადესანტო ძალების სამი შენაერთი გადაისროლა

რუსეთმა ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან ორი არმია და საჰაერო-სადესანტო ძალების სამი შენაერთი გადაისროლა

14/04/2021 08:29:31 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ინფორმაციით, საკონტროლო შემოწმების ფარგლებში ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან წარმატებითაა გადასროლილი ორი არმია და საჰაერო-სადესანტო ძალების სამი შენაერთი.

როგორც მინისტრმა სამხედრო ჩინოსნებთან თათბირზე აღნიშნა, ჯარები "სასწავლო-საბრძოლო ამოცანების შესრულების რაიონებში ნატო-ს მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის საპასუხოდ" არიან გადასროლილები.

"ჯარებმა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სრული მზადყოფნა აჩვენეს" - განაცხადა შოიგუმ და დასძინა, რომ საკონტროლო შემოწმება ორი კვირის ვადაში უნდა დასრულდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S