Accentnews.ge
გიორგი გახარიას გუნდის წევრი – 20 ივნისზე: „შეცდომები იყო და ჩვენ ამას ვიზიარებთ“

გიორგი გახარიას გუნდის წევრი – 20 ივნისზე: „შეცდომები იყო და ჩვენ ამას ვიზიარებთ“

14/04/2021 08:30:38 პოლიტიკა

შეცდომები იყო და ჩვენი გუნდი ამას იზიარებს - განაცხადა ამჟამად უკვე დამოუკიდებელმა დეპუტატმა და გიორგი გახარიას გუნდის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა 20 ივნისთან დაკავირებით დასმულ კითხვაზე.

რა თქმა უნდა, შეცდომები იყო და მათ ჩვენ ვიზიარებთ. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ალბათ, ჩვენს საზოგადოებას ადარდებს, არის რადიკალიზაცია, რომლის წინაშეც საზოგადოება დგას. ხალხს მობეზრდა ამის ყურება. ამიტომ არის ქმედითი ნაბიჯები გადასადგმელი, ამიტომ არის სწორი ხალხთან დაახლოებული პოლიტიკის გატარება და ამ პოლიტიკით ქვეყნის განვითარება - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დღეს ,,ქართული ოცნება" ექს-პრემიერ გიორგი გახარიას კადრებმა დატოვეს. მათ ახალი პარტიის შექმნა და აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა დააანონსეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S