Accentnews.ge
„გახარიასთან ერთად გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე“ – „ქართული ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა დატოვა

„გახარიასთან ერთად გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე“ – „ქართული ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა დატოვა

14/04/2021 08:02:50 პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა: ბექა ლილუაშვილმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მალხაზ ქვრივიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა დატოვა.

„ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები, ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს საერთო ფასეულობები. ჩვენ დღეიდან გახარიასთან ერთად გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე, შესაბამისად ვტოვებთ „ქართულ ოცნებას და პარლამენტში ამ ეტაპზე საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები“,– განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე. ტრიბუნასთან მხოლოდ ხუთი დეპუტატი იდგა, თუმცა ხოჯევანიშშვილის თქმით, მათი თანამოაზრეა დეპუტატი მიხეილ დაუშვილიც, რომელიც ამჟამად კოვიდ–ინფიცირებულია.

როგორც ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრები იზიარებენ სახელისუფლებო გუნდის წარმატებებსა და წარუმატებლობებს:

„ვგრძნობთ პასუხსიმგებლობას შეცდომებზე და ამ პასუხისმგებლობით ვდგამთ ამ ნაბიჯს. ჩვენი ქვეყანა დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევ გამკლავება ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა პანდემია, უმუშევრობა, სიდუხჭირე, ეკონომიკური კრიზისი. სწორედ ეს პრობლემები აინტერესებთ ჩვენს მოქალაქეებს და არა პოლიტიკური პარტიების დაუსრულებელი დაპირისპირება და კინკლაობა. ჩვენ ამ პრობლემებს ვხედავთ, არ გვეშინია სიმართლის თქმის და პრობლემებისთვის თვალის გასწორების“.

ხოჯევანიშვილმა დააანონსა, რომ სამომავლო გეგმებზე გუნდის ლიდერთან ერთად მომავალში ისაუბრებს.

დეტალებზე არც ანა ბუჩუკურს უსაუბრია. დეპუტატმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება "ქართული ოცნებისთვის" მოულოდნელობა არ ყოფილა.

მოწერელიას თქმით, ქვეყანას ახალი დღის წესრიგი, მშენებლობის ახალ ეტაპზე გადასვლა, რეგიონების გაძლიერება და დაპირისპირების დასრულება სჭირდება.

იხილეთ ასევე:

დაუჭერს თუ არა მხარს გახარიას გუნდი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას

გახარიას გუნდის წევრი – 20 ივნისზე: „შეცდომები იყო და ჩვენ ამას ვიზიარებთ“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S