დაუჭერს თუ არა მხარს გახარიას გუნდი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას – ხოჯევანიშვილის განმარტება
14/04/2021 08:41:08 პოლიტიკა
ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ინიცატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას, ამ დიდ განხეთქილებას საზოგადოებაში, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს – განაცხადა გიორგი გახარიას გუნდის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს გახარიას გუნდი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას.
მისივე თქმით, გახარიას გუნდი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა არჩევნები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადებას დაიწყებს ამ არჩევნებისთვის და შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებს ამ არჩევნებში“,– განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა
ამასთან, როგორც ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, არსებული პროცესები მათ აძლევს ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა დატოვა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა ამ ეტაპზე არ იშლება, ამისთვის 15 დეპუტატის ანალოგიური გადაწყვეტილებაა საჭირო.


