Accentnews.ge
პუტინის მტკიცებით, მან მეორე კოვიდსაწინააღმდეგო აცრა ჩაიტარა

პუტინის მტკიცებით, მან მეორე კოვიდსაწინააღმდეგო აცრა ჩაიტარა

14/04/2021 10:24:14 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, მან კორონავირუსისგან მეორე აცრა ჩაიტარა.

«იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. არათუ იმედი მაქვს, დარწმუნებულიც კი ვარ. თქვენც იგივეს გისურვებთ. გამოვდივარ იქიდან, რომ თქვენც, იზრუნებთ რა საკუთარ თავზე და ახლობლებზე, იგივეს გააკეთებთ, მიბაძავთ ჩემს მაგალითს», — განაცხადა პუტინმა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების სამეურვეო საბჭოს ვიდეო-სხდომის მსვლელობისას.

ოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთი რუსული ვაქცინის პირველი დოზა რუსეთის პრეზიდენტმა 23 მარტს მიიღო. რომელი ვაქცინით აიცრა პუტინი - უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S