„ვუერთდებით მართალ ხალხს“ –აქტივისტების მხარდასაჭერად გუმათისკენ მსვლელობა იწყება

14-04-2021 14:27:23 საზოგადოება ,რეგიონები

ქუთაისში, პარლამენტის ძველი შენობის მიმდებარედ მოქალაქეები იკრიბებიან და რიონის ხეობის მიმართულებით გეგმავენ მსხვლელობას ადგლზე მობილიზებული აქტივისტების მხარდაჭერის მიზნით.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მათი აღშფოთება გუშინდელმა მოვლენებმა გამოიწვია, როდესაც მათი შეფასებით, პოზიცია ძალადობდა ადამიანებზე. ისინი გეგმავენ ცენტრალური მოედნისკენ მსვლელობას, შემდეგ კი ქვეითად გაემართებიან სოფელ გუმათისკენ, რადგან სამანქანო გზა პოლიციას აქვს გადაკეტლი.

„ვუერთდებით მართალ ხალხს. რიგითი მოქალაქეების აზრი არ უნდა იყოს დაუფასებელი. ეს არის ჩვენი ხმა. გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს ქვეყანაში“,– აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ გუმათთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ამჟამად მათ რკინის კედელი ჰყოფთ, რომელიც სამართალდამცველებმა აღმართეს და პოლიცია აქტივისტებს რკინის ჯებირებზე ხელის დარტყმით პროტესტის გამოხატვასაც უკრძალავს. ამ დროისთვის რამდენიმე აქტივისტია დაკავებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები