მსახიობი ნინუცა მაყაშვილი შსს-ში დაიბარეს
14/04/2021 11:36:10 სამართალი
მსახიობი ნინუცა მაყაშვილი შსს-ში დაიბარეს. იგი მასზე ძალადობის საქმეზე გამოიკითხება.
მაყაშვილმა ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაუალა.
როგორც ნინუცა მაყაშვილი აცხადებს 11 წლის წინ განვითარებული მოვლენებს ახლა იმიტომ იხსენებს, რომ აღარ ეშინია და სურს, ძალადობის მსხვერპლ სხვა ქალებს მაგალითი მისცეს.
რუსთველის თეატრმა, რომლის დასშიც ბესო ზანგური ირიცხება, განაცხადა, რომ ძალადობას გმობს, მაგრამ მსახიობის გათავისუფლებას არ აპირებს. ბესო ზანგურს მხარდაჭერა ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამაც გამოუცხადა და თქვა, რომ "ქალებმა დაიწყეს 1937 წლის რეპრესიები".


