Accentnews.ge
"არც თალაკვაძისთვის და არც სხვა კოლეგებისთვის არ ყოფილა მოულოდნელობა ის, რაც მოხდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შეცდომა დაუშვა"

"არც თალაკვაძისთვის და არც სხვა კოლეგებისთვის არ ყოფილა მოულოდნელობა ის, რაც მოხდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შეცდომა დაუშვა"

14/04/2021 12:27:09 პოლიტიკა

დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელმაც დღეს „ქართული ოცნება“ დატოვა და ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა, აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ "შეცდომა დაუშვა".

მისი თქმით, პარტიის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არ ყოფილა:

"საუბარი იყო სხვა კოლეგებთანაც. პრინციპში არც თალაკვაძისთვის და არც სხვა კოლეგებისთვის არ ყოფილა მოულოდნელობა ის, რაც მოხდა".

ჟურნალისტის კითხვაზე, "გითხრათ რომ სირცხვილია?", დეპუტატმა "ტვ პირველის ეთერში" შემდეგი განაცხადა:

"არა რას ბრძანებთ, ჩვენ ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. უბრალოდ მან შეიტყო ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ და მხოლოდ და მხოლოდ მადლობა გადაიხადა ამასთან დაკავშირებით და მეტი არაფერი. რაც შეეხება მის ნათქვამს "სირცხვილთან" დაკავშირებით, იქ ჩემი აზრით, თალაკვაძემ შეცდომა დაუშვა იმ ნაწილში, რომ არ ჰქონდა მოსმენილი ჩვენი განცხადება, მათ შორის – ჩემი განცხადება, რომელშიც ცალსახად და მკაფიოდ აღვნიშნავდი, რომ არათუ პასუხისმგებლობას გავურბივართ, არამედ, პირიქით – პასუხისმგებლობის მომატებული გრძნობის გამო ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას".

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ექვსმა დეპუტატმა დატოვა. მოგვიანებით, თალაკვაძემ შემდეგი განაცხადა:

"დაველოდებით, ვნახავთ რა პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხი იქნება გასაცემი. ასეთი ნაბიჯი არის გაუმართლებელი. უბრალოდ სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ, გადიხარ აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომელზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშაო".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S