“ოცნების” ოფისთან დაკავებულ აქტივისტს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
14/04/2021 13:51:55 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტი გიორგი მუმლაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას თავისუფლების 2-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკურიშეურაცხყოფა მიაყენა . გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს", – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


